weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

მევენახეების შემოსავლებმა 60 მილიონ ლარს მიაღწია – ღვინის ეროვნული სააგენტო

11:42 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017
მევენახეების შემოსავლებმა 60 მილიონ ლარს მიაღწია – ღვინის ეროვნული სააგენტო ფოტო © ღვინის ეროვნული სააგენტო

18 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 50 ათასი ტონა ყურძენი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქედან 20.1 ათასი ტონა რქაწითელი, 25.6 ათასი ტონა საფერავი, 1.7 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

„რთველი 2017“-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 60 მილიონ ლარს მიაღწია. კახეთის ღვინის კომპანიებს ყურძენი 5 855 მევენახემ ჩააბარა. დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 97 ღვინის კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 5 ათას ტონას მიაღწია“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მათივე მონაცემებით, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით რაიონების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 18.6 ათასი ტონა, გურჯაანი - 11.3 ათასი ტონა, სიღნაღი - 7.6 ათასი ტონა, თელავი - 6.9 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2.1 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 1.7 ათასი ტონა, ახმეტა - 1.2 ათასი ტონა და საგარეჯო - 780 ტონა.

კახეთში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა, რაც 2008 წლის შემდეგ პირველად ხდება. ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კილოგრამ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]